უცხოელი აგენტების შესახებ კანონის გარშემო განვითარებული მოვლენები არის იმის საუკეთესო ილუსტრაცია, თუ როგორი სამყაროს შექმნას ცდილობენ ოლიგარქიული ოჯახები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
291 03 აპრილი 2023, 10:05

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ.

„უცხოელი აგენტების შესახებ კანონის გარშემო განვითარებული მოვლენები არის იმის საუკეთესო ილუსტრაცია, თუ როგორი სამყაროს შექმნას ცდილობენ ოლიგარქიული ოჯახები.
ისინი მოქმედებენ ჯორჯ ორუელის „1984-ის“ პრინციპით: „ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება ძალაა“.
ცდილობენ შექმნან საზოგადოება, სადაც დომინირებს არა ნამდვილი, არამედ ვირტუალური სინამდვილე. გვეუბნებიან, რომ უნდა დავიჯეროთ არა ის, რაც სინამდვილეში არსებობს, არამედ მხოლოდ ის, რასაც ვირტუალური სინამდვილის ავტორი გვეუბნება.
თუ გეუბნებიან, რომ ამერიკული კანონი რუსულია, უნდა დაიჯერო, თან ისე, რომ გასაპროტესტებელი კანონი არც კი უნდა წაიკითხო. თუ გეუბნებიან, რომ გამჭვირვალობა ცუდია, უნდა დაიჯერო. თუ გეუბნებიან, რომ ცალ ფეხზე უფრო მყარად იდგები, ვიდრე ორ ფეხზე, ესეც უნდა დაიჯერო.
გვეუბნებიან, რომ თუ ამერიკა და ევროპა იცავენ აგენტების კანონით საკუთარ სუვერენიტეტს, ეს კარგია, მაგრამ თუ საქართველო გადაწყვეტს აგენტების კანონით საკუთარი სუვერენიტეტის დაცვას, ეს საშინელებაა და ევროატლანტიკური კურსიდან ქვეყნის გადახვევას ნიშნავს.
გვეუბნებიან, რომ ამორალურობა პროგრესულობაა, ახალგაზრდობა გამოცდილებაა. გვეუბნებიან, რომ ხალხის ნებას გამოხატავს არა ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება, რომელსაც მანდატი მილიონმა ამომრჩეველმა მიანიჭა, არამედ ქართველი ხალხია გიგაური და ლომჯარია, რომლებმაც მანდატი ოკეანის გაღმა მიიღეს.
ჩვენ უნდა დავიცვათ ნამდვილი სინამდვილე, სადაც მშვიდობა მშვიდობაა და ომი და მეორე ფრონტი ცუდია, სადაც თავისუფლება თავისუფლებაა და მონობა და აგენტობა ცუდია, სადაც გონიერება გონიერებაა და უმეცრება და გამოუცდელობა ცუდია.
წინააღმდეგ შემთხვევაში, გავიმეორებთ იმ შეცდომებს, რომლებმაც საქართველოს 90-იან წლებში სამი ომი და ეკონომიკური კოლაფსი მოუტანა. გავიმეორებთ იმ შეცდომებს, რომლის შედეგადაც სააკაშვილის ხელით მართულმა აგენტოკრატიამ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარა და შემდეგ, ევროსაბჭოს რეზოლუციით აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია სამართლებრივადაც გაუფორმა. გავიმეორებთ შეცდომებს, რომელიც საქართველოს გარდაუვალ უკრაინიზაციას, ანუ 90-იანი წლების უმძიმეს წარსულში საქართველოს დაბრუნებას გამოიწვევს.
გამოუცდელობითა და ემოციური ირაციონალიზმით, ქართულმა საზოგადოებამ წარსულში უკვე დაუშვა უმძიმესი შეცდომები, რომელთა ხელმეორედ დაშვებას მომავალი თაობა არ გვაპატიებს“, - წერს ზაზა შათირიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი