ანდრია გვიდიანი ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერებს: გმირობაზე რომ ბუნდოვანი წარმოდგენა გაქვთ ვიცით, მაგრამ გმირის განმარტება ენციკლოპედიაში მაინც წაიკითხეთ და მერე გამოეფინეთ თქვენი მოწოდებებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
239 01 აპრილი 2023, 16:43
ვინ არის გმირი? - ის გაუგებარი წარმომავლობის ელემენტი, რომელმაც პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა, მანქანები დაწვა და სახელმწიფო შენობაზე შტურმი მიიტანა, ეგ არის გმირი? - ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს. 



მისი თქმით, იმ პირებს, ვინც 7, 8, 9 მარტს გამართული აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს გმირად მოიხსენიებს, გმირობაზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ.



გვიდიანი აღნიშნავს იმასაც, რომ სახელმწიფო შენობაზე შტურმის მიტანა, მანქანების დაწვა და მოლოტოვის კოქტეილების სროლა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. 


„თქვენ მართლა თავში სკვაზნიაკი ხომ არ გაქვთ?! ვინ არის გმირი? - ის გაუგებარი წარმომავლობის ელემენტი, რომელმაც პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა, მანქანები დაწვა და სახელმწიფო შენობაზე შტურმი მიიტანა, ეგ არის გმირი???
გმირობაზე რომ ბუნდოვანი წარმოდგენა გაქვთ ვიცით, მაგრამ გმირის განმარტება ენციკლოპედიაში მაინც წაიკითხეთ და მერე გამოეფინეთ აქ თქვენი მოწოდებებით. 
ერთი დაიმახსოვრეთ, საქართველო შემდგარი სახელმწიფოა და არავის შერჩება სახელმწიფოებრიობაზე შტურმის მიტანა. ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს, მათ შორის, ცხადია, ის სუბიექტიც“,- წერს გვიდიანი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი