მინდა დავუსვა შეკითხვა ლიბერალებს, ნუთუ არ დაფიქრებულხართ, რომ გლობალური პოლიტიკური თამაშებისგან საქართველოს დაცვა მხოლოდ მისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების პირობებში არის შესაძლებელი?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
283 27 მარტი 2023, 11:37
ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მორიგ განცხადებას აქვეყნებს.

"გრძელდება საერთაშორისო მედიაში „კრედიტ სუისის“ პიარული გაშავების კამპანია, რომლის ფონზეც შვეიცარიული ბანკის აქციების ფასი მკვეთრად ეცემა. თუ 2007 წელს ბანკის ერთი აქციის ფასი 84 შვეიცარულ ფრანკს აღემატებოდა, დღეს მისი ფასი მხოლოდ 0,88 ფრანკს შეადგენს. აქციების ფასის 100-ჯერ გაუფასურების ფონზე, ერთ დროს შვეიცარიის საბანკო სისტემის ფლაგმანად აღიარებული „კრედიტ სუისი“ თანდათანობით ამერიკელების საკუთრებაში გადადის, რასაც კომპანია „ბლექროკი“ უწევს კოორდინაციას.
როგორც წინა წერილებშიც ვახსენე, „ბლექროკი“, სამ უმსხვილეს ამერიკულ ჩრდილოვან ბანკთან ერთად, ოლიგარქიული ოჯახების ხელში არსებული უმნიშვნელოვანესი პოლიტიკურ-ეკონომიკური ინსტრუმენტია. ამ ინსტრუმენტისა და უშუალო პოლიტიკური გავლენების წყალობით, ოჯახები მსოფლიო მასშტაბით წარმატებით ახერხებენ პოლიტიკურ ექსპანსიას, ხელისუფლებებისა და სასამართლო სისტემების მითვისებას, აგენტოკრატიების ჩამოყალიბებას, ომების გაჩაღებას, სახელმწიფოების იდენტობისა და თვითმყოფადობის მოშლას, ისევე, როგორც საზოგადოების ზომბირებისკენ მიმართული ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებას.
ოლიგარქიული ოჯახების საბოლოო მიზნების შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს. მათ შორის საუბარია მსოფლიოს 8-მილიარდიანი მოსახლეობის ათჯერ შემცირებაზე. ამ მიზანს ემსახურება ლგბტ პროპაგანდა, ე.წ. ოჯახის დაგეგმვის ინსტიტუტი, აბორტების ლიბერალიზაცია, გენდერული თანასწორობის კონცეფციები, სქესის შეცვლის კამპანიები, ლიბერალური ნარკოპოლიტიკა და ა.შ. თითოეული ეს იდეოლოგიური ხაზი ადამიანის უფლებების დაცვის, მათი თანასწორობისა და თავისუფლების უზრუნველყოფის ბრჭყვიალა შირმით არის შენიღბული.
გარდა ამისა, ოლიგარქიულ ოჯახებს და მათ კომპანიებს სრული რესურსი აქვთ, მოსახლეობის შემცირების მიზნის მისაღწევად, სრულად აამოქმედონ საკუთარი სამხედრო და ფარმაცევტული ინდუსტრიები. ამასთან, იქნება თუ არა საქართველოს და ქართველების ადგილი ოჯახების მიერ ჩაფიქრებულ ახალ სამყაროში, დანამდვილებით არავინ იცის.
თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ წაკითხული ჩემს მიერ არაერთხელ ნახსენები ჰაქსლისა და ორუელის ნაწარმოებები - „საოცარი ახალი სამყარო“ და „1984“, ასევე ენტონი ბერჯესის “სასურველი მარცვალი”, გირჩევთ, აუცილებლად წაიკითხოთ, რომ ზუსტად გაიაზროთ, როგორ სამყაროს უმზადებენ ოლიგარქიული ოჯახები თქვენს შვილებს.
სწორედ ოლიგარქიული ოჯახების მანკიერ გეგმებს შეეწირა დემოკრატია საერთაშორისო მასშტაბით. ისინი უკვე დიდი ხანია ფლობენ პრინციპულ გავლენას ამერიკულ სახელმწიფო სტრუქტურებზე, 2008 წლიდან კი მათ ასეთივე გავლენა ევროპულ სტრუქტურებზეც მოიპოვეს. ამ გავლენის წყალობით, მათ შეძლეს ევროპის ეკონომიკის ზრდის შეჩერება. თუ 2003-08 წლებში ევროკავშირის ეკონომიკა გაორმაგდა და 8-დან 16,3 ტრილიონამდე გაიზარდა, 2009-22 წლებში მან 14-წლიანი სტაგნაცია განიცადა და შარშან მხოლოდ 16,6 ტრილიონი შეადგინა.
სწორედ ეს არის სუვერენიტეტის დაკარგვის ფასი - აგენტოკრატია, ეკონომიკური სტაგნაცია და საზოგადოების მორალური სტერილიზაცია. სადამდე მიიყვანს ეს პროცესები ევროპას, პირადად ჩემთვის თანდათანობით სულ უფრო ცხადი ხდება.
ამ ყველაფრის ფონზე, მინდა დავუსვა შეკითხვა ლიბერალებს, რომლებსაც 100 წლის წინ მოღვაწე ბოლშევიკების მსგავსად, თავი ყველაზე პროგრესულ კასტად მოაქვთ და სინამდვილეში, კონკრეტული მანკიერი იდეოლოგიის გავრცელების შიშველ იარაღად არიან ქცეული: ხომ არ დაფიქრდებოდით, რომ სინამდვილეში თავისუფლებისა და თანასწორობისათვის კი არ იბრძვით, არამედ ყველაზე დიდ გაუგებრობაში ხართ მოქცეული? ხომ არ დაფიქრდებოდით, რომ თქვენს პოზიციას არა ჭეშმარიტი თავისუფლებისკენ სწრაფვა, არამედ სწორედ მონური აზროვნება და თავს მოხვეული იდეოლოგიის თვალდახუჭული მორჩილება განაპირობებს? ნუთუ თქვენი შვილებისთვის გემეტებათ ის მახინჯი სამყარო, რომელიც ჰაქსლისა და ორუელის ნაწარმოებებშია აღწერილი? ნუთუ არ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილები დასაცავი არიან ლგბტ პროპაგანდისგან, ეროვნული, რელიგიური, სქესობრივი და სექსუალური იდენტობის მოშლისგან? ნუთუ არ ფიქრობთ, რომ საქართველოს ჭირდება დაცვა რამდენიმე ოჯახის პათოლოგიური ზრახვებისგან? და ბოლოს, ნუთუ არ დაფიქრებულხართ, რომ გლობალური პოლიტიკური თამაშებისგან საქართველოს დაცვა მხოლოდ მისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების პირობებში არის შესაძლებელი?
მოვუწოდებ ყველას, ლიბერალს თუ არალიბერალს, კარგად დაფიქრდნენ ამ ყველაფერზე და გაუფრთხილდნენ საქართველოს დამოუკიდებლობასა და თვითმყოფადობას, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა 30 საუკუნის მანძილზე თავგანწირული ბრძოლის ფასად შემოგვინახეს. დღევანდელ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს გადარჩენა მხოლოდ მისი სუვერენიტეტის დაცვითა და გაფრთხილებით არის შესაძლებელი," - წერს ზაზა შათირიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
არქივი