მარიკა ბაკურაძე: გამომცემლობებმა - „ინტელექტი“ და „არტანუჯი“ სამსახურიდან გამათავისუფლეს - დრო გავა, ეს გაუგონარი ისტერია გადაივლის და დარჩება დიდზე დიდი სირცხვილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
279 26 მარტი 2023, 13:41

ამბავი ასეთია - დღეიდან გამომცემლობა "ინტელექტი" და "არტანუჯში" აღარ ვმუშაობ. სამსახურიდან გამათავისუფლეს. ზუსტად ასე, მოკლედ და სწრაფად, როგორც ამ ტექსტს ვკითხულობთ ახლა, - ამის შესახებ ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე სოციალურ ქსელში წერს.

„მიმდინარე დღეების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვეულ რეჟიმში, ახალი წიგნების ტელე-გაშუქებას ვათანხმებდი სხვადასხვა გადაცემებთან და მოულოდნელად, ღამის 11-ის ნახევარზე, ვითსაფში მესიჯი მომწერეს, ჩვენი თანამშრომლობა მთავრდება, დიდი მადლობა, ნახვამდისო. 15 წლიანი თანამშრომლობა ერთი მესიჯით დასრულდა.პასუხისმგებელი კომპანია და სწორი მენეჯმენტი რომ შეხვედრას, პატივისცემას, თანამშრომელთან უკმაყოფილების მიზეზებზე საუბარს და თუნდაც გაფრთხილებას ნიშნავს, ეს ხომ ყველამ ვიცით. მაგრამ ისიც ხომ ვიცით, რომ შეხვედრას და საუბარს თვალის გასწორება სჭირდება. ეს კი ადვილი არ არის. მით უფრო მაშინ, როდესაც უსამართლო გადაწყვეტილებას იღებ.. ჩემი გათავისუფლების ძირითად მიზეზს ყველა ვხვდებით ალბათ. და არ ღირს ჩაღრმავება... რაღაცნაირად მქონდა იმედი, რომ ფეისბუქ სივრცეში არსებული გაუგონარი სიძულვილი ჯერ კიდევ ვირტუალური იყო, მაგრამ ჩემი გათავისუფლების ფაქტმა დამაფიქრა იმაზე, რომ რეალობაშიც გადასულა ეს ყველაფერი, აბა სხვა რას უნდა ნიშნავდეს ეს ქცევა? ადამიანების დევნა და სამსახურიდან გაშვება ხომ ამას მოწმობს? როგორც ლეგენდარული ბ-ნი ამირანი იტყოდა, რეპრესიებია. მოგვიწერია ხელი ბოლშევიზმზე და ეგ არის. ასე გასრულდა ჩემი 15 წლიანი ურთიერთობა გამომცემლობასთან. იმედია, ჩემს სახელს არ ამოჭრიან იმ წიგნებიდან, სადაც ჩემი მონაწილეობა იკითხება. ასევე, დავიტოვებ იმედს, რომ ყველა თანამედროვე ავტორი, მწერალი თუ პოეტი, ვისი წარმატების და პოპულარობის გზაზე მე ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი, დაფიქრდება ამ ფაქტზე და სხვანაირად შეხედავს მოვლენებს. ასეთი ადამიანების სია კი საბედნიეროდ ბევრია. ბოლოს, მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ყველა ტელევიზიის პროდიუსერს, ამდენწლიანი გაუჩერებელი, ერთგული მუშაობისთვის. საზ. მაუწყებელი, რუსთავი ორი, ფორმულა, ტვ პირველი, პიკის საათი, ევრონიუსი, იმედი და ა.შ. ძვირფასო ხალხო, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ალალად და სამართლიანად ვმუშაობდით ერთმანეთთან. ამ ხალხმა ყველაზე კარგად იცის რა ხარისხით ვასრულებდი სამუშაოს, რომელიც შემაწყვეტინეს. მადლობა თქვენ. ამაზე მეტად ამ საკითხის გამწვავებას არ ვაპირებ. შემიძლია, მაგრამ მეტს აღარაფერს ვიზამ. იცით რატომ? იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ დრო გავა, ეს გაუგონარი ისტერია გადაივლის და დარჩება დიდზე დიდი სირცხვილი. მე კი არ მინდა ამ სირცხვილის მონაწილე ვიყო“, - წერს ბაკურაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი