227
21 მარტი 2023, 15:31
ქართველიშვილის განცხადებით, მოლდოვა „ორ სკამზე ჯდომის“ კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს. მისივე თქმით, მოლდოვის პრეზიდენტი დემოკრატიის გაკვეთილებს უტარებს საქართველოს და მიხეილ სააკაშვილის პირობებზე წუხს მაშინ, როდესაც საკუთარი წინამორბედი ოჯახის წევრებთან ერთად უმძიმესი მუხლებით ჰყავს დაპატიმრებული არა კომფორტულ კლინიკაში, არამედ ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ცუდ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
„მოლდოვაზე არაერთხელ დავწერეთ და მისი „უნიკალური“ გეოპოლიტიკური ადგილი აღვნიშნეთ: СНГ-ს მოქმედი წევრი, რომელმაც EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო არა პოლიტიკური ან ეკონომიკური რეფორმების, არამედ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური „პრაიდის“ ჩატარების ხარჯზე. მოლდოვა - რომელსაც კონსტიტუციურად აქვს დაფიქსირებული ნეიტრალიტეტი, მაგრამ მისი პრეზიდენტი ჩრდილო-ატლანტიკურო კურსის მომხრეა.
მოლდოვა - რომელიც მიისწრაფის ევროპულ ოჯახში, თუნდაც საკუთარ სახელმწიფო ენაზე უარის თქმის ხარჯზე, მაგრამ ანახლებს რუსეთის „გაზპრომიდან“ ბუნებრივი აირის მიღებას. მოლდოვა - რომელიც თავის ერთ-ერთ ავტონომიაში, გაგაუზიაში, ებრძვის რუსულ სკოლებს და რუსულ ენას, მაგრამ ამავდროულად, ეშინია ამ ტერიტორიული წარმონაქმნის „ყირიმიზაციის“.
მოლდოვა - რომლის პრეზიდენტი პერიოდულად დემოკრატიის გაკვეთილებს უტარებს საქართველოს, წუხს პატიმარ სააკაშვილის მდგომარეობაზე, მაგრამ საკუთარი წინამორბედი თავის ოჯახის წევრებთან ერთად უმძიმესი მუხლებით ჰყავს ჩაკეტილი არა კომფორტულ კლინიკაში, არამედ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ჯოჯოხეთურ ციხეში (Amnesty International, 2022).
მოლდოვა - რომელიც წუხს საქართველოში ოპოზიციური პარტიებისა და მათი მედიის მდგომარეობაზე, თუმცა დევნის საკუთარ ოპოზიციურ ძალებს და მზადაა მათი ლიდერების დაპატიმრებისათვის. მოკლედ „ორ სკამზე ჯდომის“ კლასიკური მაგალითი-მოლდოვა, ხვალიდან რუსული გაზის მიღებას განაახლებს...“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |