სადეპუტატო მანდატებზე უარის მთქმელი ხოშტარიას, ჯაფარიძისა და ვაშაძის ევროპული ტურნეს მიზანია, დაარწმუნონ ევროსტრუქტურების მესვეურები, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
230 20 მარტი 2023, 22:33

კანონპროექტმა ის „მქნევარა“ მოიყვანა მოძრაობაში ვადაზე ადრე, იმ მოვლენების ძირითადი მოთამაშეების გამოაშკარავების მიზნით, რომლებსაც „მაიდანი“ და რევოლუცია აუცილებლად უნდა განეხორციელებინათ, სავარაუდოდ, შემოდგომაზე, რაც მათი გათვლებით, საქართველოსთვის "სტატუსის" არმინიჭებას და ამის მოქმედ ხელისუფლებაზე გადაბრალებას უნდა მოჰყოლოდა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ოპოზიციის მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ამის ხელისუფლებისთვის გადაბრალებაა, ამ გეგმას კი „ხალხის ძალის“ კანონპროექტმა ახადა ფარდა.

„ამ დღეებში ბევრმა ახლობელმა სკეფსისი გამოთქვა ჩემთან საუბრებში - არ უნდა წამოგეწყოთო აწ უკვე „სკანდალურად“ ქცეული კანონპროექტის ინიცირება, ამით „მომაკვდავი“ ძალები გააცოცხლეთო. კატეგორიულად არ ვიზიარებ მათ შეხედულებებს. კანონპროექტმა ის „მქნევარა“ მოიყვანა მოძრაობაში ვადაზე ადრე, იმ მოვლენების ძირითადი მოთამაშეების გამოაშკარავების მიზნით, რომლებსაც „მაიდანი“ და რევოლუცია აუცილებლად უნდა განეხორციელებინათ, სავარაუდოდ, შემოდგომაზე, რაც მათი გათვლებით, საქართველოსთვის „სტატუსის“ არმინიჭებას და ამის მოქმედ ხელისუფლებაზე გადაბრალებას უნდა მოჰყოლოდა. სწორედ ამ გეგმებს ჩაეყარა საფუძველი ბაკურიანში „აკერმანის ტრენინგებზე“, სწორედ ამან გამოიყვანა სააშკარაოზე ამ გეგმების განმახორციელებელი ავანგარდი „ენჯეოთა“ რადიკალური და ანტისამთავრობო სექტორის სახით. სწორედ ამ გეგმების განხორციელების ხელის შეშლას ემსახურებოდა „ხალხის ძალის“ საკანონმდებლო ინიციატივა, ვინაიდან საქართველოს სახელმწიფოებრიობის ძალადობრივი ჩამოშლის ფინანსური მდგენელის მასშტაბი და დონორთა შორის ცნობადი სახეების ლუსტრაცია გაგაოგნებდათ!!!

ამ გეგმის ნაწილია 12 პუნქტიან დათქმებში მთავარ პირობად დეპოლარიზაციის შეტანა, პარალელურად კი სწორედ რომ ამ პოლარიზაციის მთავარი აქტორების დაფინანსებისა და წაქეზების პროცესები. ამ გეგმის ნაწილია სადეპუტატო მანდატებზე უარის მთქმელი ყველაზე რადიკალური „პოლიტიკოსების“, ხოშტარია, ჯაფარიძე, ვაშაძის, ამჟამინდელი ევროპული ტურნე, რომლებმაც უნდა დაარწმუნონ ევროსტრუქტურების მესვეურები: არავითარ შემთხვევაში ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს არ მიენიჭოს „სტატუსი“!!! ამ გეგმის ნაწილია საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის, როგორც თავისი მთავარი მამოძრავებელი იდეოლოგიის დამკვიდრება. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ანტისახელმწიფოებრივი ე.წ. „არასამთავრობოების“ ყველაზე რადიკალურ ნაწილს, საშემოდგომოდ კოლოსალური თანხები უნდა მიაწოდონ. ამ შემოდგომას ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგ, „გლობალური ომის პარტიას“, ალბათ, უკანასკნელი შანსი მიეცემა მრავალრიცხოვან იმპერიებთან საუკუნოვან ჭიდილში მყოფი, მუდამ გამარჯვებული საქართველო ყველაზე ვერაგ, მახინჯ და დაუნდობელ იმპერიას გადაუგდონ საჯიჯგნად. ხშირად მეკითხებიან ასევე, რატომ არ გამოვდივართ ქუჩაში. დამიჯერეთ, გადამწყვეტი ბრძოლა წინ გვაქვს. და ეს ბრძოლა კვლავ გაივლის ხატებით მოფენილ „მეტეხის ხიდზე“, სიონის აყრილ გუმბათზე ტახტზე მჯდომი „ნეო-ჯალალ ედ-დინის“ თვალწინ. და როგორც მაშინ, დღესაც იქნება ბევრი, ვინც ამ ხატებს გადაუვლის თავისი „სიცოცხლის“ გადარჩენის მიზნით, სულის სამუდამო წარწყმედის ხარჯზე. აი, ამ გადამწყვეტ ბრძოლაში გადავთვალოთ მერე ერთმანეთი. ბევრმა „ჩვენიანმა“ თადარიგი უკვე დაიჭირა და ხიდზე გამოსატანი ხატების ჩამოღება უკვე დაიწყო საკუთარ სახლებში, ახალი „ხაზეინის“ მოლოდინში…“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
არქივი