ბიძინა გიორგობიანი გიორგი კეკელიძის განცხადებაზე: რა საინტერესოა, ამათთვის შეიძლება „იუნესკოს“ მისწერონ დამსმენი წერილი ელისო ბოლქვაძის წინააღმდეგ და მათ თუ სიტყვა შეჰკადრა ვინმემ, უკვე ბულინგია?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
229 20 მარტი 2023, 18:14

რა საინტერესოა, ამათთვის შეიძლება იუნესკოს მიწერონ დამსმენი წერილი ელისო ბოლქვაძის წინააღმდეგ და მათ თუ სიტყვა შეჰკადრა ვინმემ, უკვე ბულინგია? რა ხელშეუხებელი კასტაა ჩემმა მზემ? - ასე ეხმაურება ყოფილი პოლიტპატიმარი ბიძინა გიორგობიანი, კონკრეტული პირების წინააღმდეგ სოციალურ ქსელში ბოლო დროს აგორებულ ბულინგის კამპანიას.

გიორგობიანის შეფასებით, ხელისუფლების მოწინააღმდეგე გარკვეული ჯგუფი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ მათი მისამართით რაიმე სახის კრიტიკული მოსაზრების გაჟღერება ბულინგის კამპანიაა, ხოლო მმართველი პარტიის წევრების მისამართით წარმოებულ აგრესიულ კამპანიაზე არავინ საუბრობს. ამის მაგალითად გიორგობიანს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის განცხადება მოჰყავს, რომელიც წერს, რომ ტროლ-ბოტების სამიზნე გახდა.

„რა საინტერესოა, ამათთვის შეიძლება იუნესკოს მიწერონ დამსმენი წერილი ელისო ბოლქვაძის წინააღმდეგ და მათ თუ სიტყვა შეჰკადრა ვინმემ, უკვე ბულინგია? რა ხელშეუხებელი კასტაა ჩემმა მზემ? საზოგადოების პოლარიზება მეტი რაღა უნდა იყოს საინტერესოა. სალომე ზურაბიშვილი ერთ დროს ხომ ამ თემაზე მართავდა შეხვედრებს, რატომ აღარაფერს ამბობს, გადავიდა რევოლუციურ რეჟიმში?“ - წერს ბიძინა გიორგობიანი Facebook-ზე.

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი