38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მიმართა ჰააგის სასამართლოს რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით, პუტინის მიმართ გამოცემული ორდერიც ამ გამოძიების შედეგია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
284 19 მარტი 2023, 14:02

38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მიმართა ჰააგის სასამართლოს რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით, პუტინის მიმართ გამოცემული ორდერიც ამ გამოძიების შედეგია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ისევ მხოლოდ ფაქტები:

2022 წლის 2 მარტს, ომის დაწყებიდან ერთ კვირაში, მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მიმართა ჰააგის სასამართლოს რუსეთის მიმართ ომის დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით. ამ მიმართვას ბევრი ქვეყანა არ შეუერთდა, რომელთა შორისაც იყო, მაგალითად, მოლდოვა.

მიმართვის საფუძველზე ჰააგის სასამართლომ გამოძიება დაიწყო. პუტინის მიმართ რამდენიმე დღის წინ გამოცემული ორდერიც ამ გამოძიების შედეგია.

ეს ის დღეებია, როდესაც თბილისში საპროტესტო აქციები იმართებოდა მოტივით, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება მხარს არ უჭერდა უკრაინას… ეს ის დღეებია, როდესაც უკრაინის ხელისუფლებამ, იმავე მოტივით, საქართველოდან ელჩი გაიწვია…

რაც შეეხება ქართულ საკანონმდებლო ბაზას ჰააგის სასამართლოსთან მიმართებით:

მსოფლიოში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის წესდების მონაწილე 123 ქვეყანაა. დღევანდელი მოცემულობით, მათ შორის არ არიან, მაგალითად, თავად უკრაინა, რუსეთი, აშშ და სხვ.

საქართველო, რომის სტატუტის წევრი ქვეყნებიდან, იმ 22 ქვეყანას შორისაა, რომლებსაც სრულად აქვთ მორგებული ქვეყნის საკანონდებლო ბაზა ჰააგის სასამართლოსთან სათანამშრომლოდ, განსხვავებით ევროკავშირის წევრი 16 ქვეყნისგან, რომლებსაც დღემდე არ აქვთ შექმნილი საკანონდებლო ბაზა სასამართლოსთან პროცესუალური თანამშრომლობისთვის“, – წერს მამუკა მდინარაძე „ფეისბუქში“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი