საკმაო ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ მიშას უარი უთხრა სასჯელის გადავადებაზე. ბევრს ბაქიბუქობდნენ მისი ადვოკატები, ამ უარს სტრასბურგში წავიღებთო, მაგრამ არ წაიღეს იმიტომ, რომ სიმულირებს და რეალურად არანაირი პრობლემა არ აქვს,- ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, სტრასბურგი აუცილებლად დაადასტურებდა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის საქმეზე და სწორედ ამიტომ არ წაიღეს ეს საქმე სტრასბურგში.
„საკმაო ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს უთხრა, რომ ის არის თაღლითი და სიმულანტი. საზოგადოებას კი უთხრა, რომ არ აქვს ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა, ხოლო თუ რამე აწუხებს, მხოლოდ თვითდაზიანების შედეგია. მოკლედ, საკმაო ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ მიშას უარი უთხრა სასჯელის გადავადებაზე. ბევრს ბაქიბუქობდნენ მისი ადვოკატები, ამ უარს სტრასბურგში წავიღებთ და კუდით ქვას ვასროლინებთ ხელისუფლებასო, მაგრამ არ წაიღეს. იცით რატომ ვერ და არ მიმართა სააკაშვილმა სტრასბურგს? იმიტომ, რომ სიმულირებს და რეალურად არანაირი პრობლემა არ აქვს. ზუსტად იცოდა, რომ სტრასბურგი აუცილებლად დაადასტურებდა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც საბოლოოდ ჩამოანგრევდა მის მოგონილ "ავადმყოფობას". აი, ამიტომ არ წაიღეს ეს საქმე სტრასბურგში და დაკვეთილი სტატიებით ცდილობენ ხალხის დაბოლებას, მაგრამ აღარც ეს სჯერა ვინმეს...“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |