დავით ქართველიშვილი: რუსეთის საგარეო დაზვერვის ერთ-ერთი გენერლის შვილი დღემდე ხელმძღვანელობს „ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პროგრამას“ ევროპის საბჭოში... სადაა ისტერიული შეშფოთებული აღშფოთება? „რუსი მზვერავი“?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
247 16 მარტი 2023, 22:43
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში Bild-ის სტატიას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც რუსეთის საგარეო დაზვერვის (СВР) ერთ-ერთი გენერლის შვილი დღემდე ხელმძღვანელობს „ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პროგრამას“ ევროპის საბჭოში. 

 დავით ქართველიშვილი ხაზს უსვამს სტატიაში ასახულ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ევროსაბჭოს აპარატში რუსეთის დაახლოებით 90 მოქალაქე თავის თანამდებობებს ჯერ კიდევ იკავებს, რაც უცხოური ძალის გავლენას გულისხმობს და, შესაბამისად, უცხოური გავლენების გამჭვირვალობის საკითხს კიდევ უფრო აქტუალურს ხდის.  

 „ხალხის ძალის“ მიმართ „რუსული ისტერიის“ ფონზე, რუსეთის საგარეო დაზვერვის (СВР) ერთ-ერთი გენერლის შვილი დღემდე ხელმძღვანელობს „ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პროგრამას“ ევროპის საბჭოში. ამის შესახებ, ღია მონაცემებზე დაყრდნობით, გამოცემა Bild-ი იუწყება. სადაა ისტერიული, შეშფოთებული აღშფოთება? სადაა წივილ-კივილი - „რუსი მზვერავი“? მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს რუსეთმა ნებაყოფლობით დატოვა ევროპის საბჭო,  რუსეთის 120 მოქალაქიდან, რომლებიც  ევროსაბჭოს აპარატში მსახურობდნენ, დაახლოებით 90 თავის თანამდებობებს ჯერ კიდევ იკავებს. ეს შესაძლებლობა ღიაა ორმაგი მოქალაქეობის მქონე თანამშრომლებისთვის. ერთ-ერთი მათგანი, იგორ ნებივაევი, ხელმძღვანელობს ევროსაბჭოს Moneyval-ის ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პროგრამას. Bild-ის ცნობით, ნებივაევის მამა, ვლადიმერ ნებივაევი რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურში გენერლის წოდებით მსახურობს. 

სხვა საკითხებთან ერთად, სწორედ СВР-ს დააკისრეს პასუხისმგებლობა დიდ ბრიტანეთში რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის, და მისი ქალიშვილის მოწამვლაზე. მამა-შვილი ნებივაევები დღესაც მოსკოვში, საერთო ბინაში არიან დარეგისტრირებულნი. ასევე ცნობილია, რომ გენერალი ნებივაევი კიევიდან 2018 წელს რუსეთის საელჩოს „საფარქვეშ“ მყოფ სხვა თანამშრომლებთან ერთად გააძევეს. Bild-ის ინფორმატორები ევროპის საბჭოში ხაზს უსვამენ, რომ აპარატში მომუშავე რუსეთის მოქალაქეებს შორის არიან თავდადებული და ერთგული თანამშრომლები, მაგრამ ახლა, ამ ახალი გარემოებების ფონზე, დადგა „ამ ადამიანების მიმართ ნდობის საკითხი“. საბჭოს აპარატის თანამშრომლებს აქვთ წვდომა კონფიდენციალურ მონაცემებზე და შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ და გავლენა იქონიონ საბჭოს სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებაში. არა „რუსულ კანონს“? არა უცხოური გავლენების გამჭვირვალობას? თქვე მართლა იდიოტებო, თქვენა!!!“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
არქივი