ზურაბ ქადაგიძე: დავით კაჭარავა, მართალი კაცი ხარ, გოლიათები ვერ გერეოდნენ და ეს ერთი მუჭა ფაშისტები ვერაფერს დაგაკლებენ, მეამაყება შენ გვერდით დგომა!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
270 16 მარტი 2023, 21:05
მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში გაურკვეველი პირის მიერ შექმნილ პეტიციას ეხმაურება, რომელიც მოძრაობის წევრ და დეპუტატ დავით კაჭარავას მიერ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტის დატოვებას მოითხოვს. 

 „ოოო, „რამსები“ მაგრად აგრევიათ და ვატყობ, რასაც ეძებთ იმას მიიღებთ! რა ადამიანის უფლებები, გამოხატვის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება? ჩვეულებრივი ბოლშევიკები ხართ, მაუზერის გარეშე. გგონიათ რაიმეს მიღწიეთ? არა, იმაზე დიდი ნაგავი ამოტივტივდა თქვენგან, ვიდრე წარმოსადგენი იყო. ითვალეთ პეტიციის ხმები, ბოლოს რამეს არ გამოედოთ, ფრთხილად!!! დავით კაჭარავა, მართალი კაცი ხარ, გოლიათები ვერ გერეოდნენ და ეს ერთი მუჭა ფაშისტები ვერაფერს დაგაკლებენ. მეამაყება შენ გვერდით დგომა! სიმართლით დავამიწებთ ლელოს!“  - წერს ზურაბ ქადაგიძე. 

 ცნობისთვის, დღეს, 16 მარტს, ვებგვერდ Manifest.ge-ზე შეიქმნა პეტიცია, რომლის ავტორი არც საკუთარ სახელს ასაჯაროებს და არც - გვარს. პეტიციის ავტორის ველში მას მხოლოდ „rugby supporter“ (რაგბის მხარდამჭერი) აქვს მითითებული. პეტიციის ავტორი არც საკუთარ ფოტოს ასაჯაროებს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
არქივი