თამთა მეგრელიშვილი: ქალბატონო ვიოლა ფონ კრამონ, ვინ მოგცათ უფლება ქართული სახელმწიფო შეურაცხყოთ, საზოგადოება დაყოთ და საზოგადოების სახელით ისაუბროთ?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
273 15 მარტი 2023, 12:25
„ქალბატონო ვიოლა ფონ კრამონ, ვინ მოგცათ უფლება ქართული სახელმწიფო შეურაცხყოთ და საზოგადოება დაყოთ?! საზოგადოების სახელით ისაუბროთ?!“- წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის სტატუსის შესახებ. როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ სახელმწიფო სუვერენიტეტი, დემოკრატია, ადამიანის ძირითადი უფლებები, ღირსება, თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა, ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები, სამშობლოს სიყვარული და ეკლესიის პატივისცემა მისთვის ყველაზე ფასეული და უზენაესია.
დღეს ქართული სახელმწიფო არის სუვერენული, როგორც არასდროს.
სწორედ სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცების შედეგია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არის პირველი საქართველოს უახლოეს 30-წლიან ისტორიაში, რომლის მმართველობის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია.
და თქვენ ქალბატონო ვიოლა ფონ კრამონ ვინ მოგცათ უფლება ქართული სახელმწიფო შეურაცხყოთ და საზოგადოება დაყოთ?!
საზოგადოების სახელით ისაუბროთ?!
თქვენ უკვე მერამდენედ შეურაცხყოფთ
ქართველ ხალხსა და ქართულ სახელმწიფოს.
თქვენთვის პოლიტიკური უხერხულობა უცნობია?!-წერს თამთა მეგრელიშვილი . 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი