ტატო გრიგალაშვილმა რუსი ოლიმპიური ჩემპიონი ხასან ხალმურზაევი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
946 22 თებერვალი 2020, 22:59
დიუსელდორფში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში 81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა რუსი ოლიმპიური ჩემპიონი ხასან ხალმურზაევი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ფინალამდე ქართველმა  ორი მსოფლიო ჩემპიონი და ტურნირის შარშანდელი ფინალისტი ჩამოიშორა. ნახევარფინალში კი ყირგიზეთის წარმომადგენელი ვლადიმირ ზოლოევი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.
 
გუშინ,  66 კგ-ში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

დიუსელდორფის გრანდ სლემზე ხვალ სამ წონით კატეგორიაში ექვსი ქართველი იასპარეზებს: 

90 კგ. – ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური
100 კგ. – ნიაზ დიასამიძე, გიორგი ჩიქოვანი
+100 კგ. – გურამ თუშიშვილი, ონისე ბუღაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი