ვლადიმირ პუტინს უმაღლესი ოლიმპიური ჯილდო ჩამოერთმევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
523 28 თებერვალი 2022, 20:11

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რუსეთის მხრიდან უკრაინაში დაწყებული ფართო მასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფონზე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინისთვის გადაცემული ოქროს ოლიმპიური ორდენი გამოითხოვა. ოლიმპიური ორდენის დაბრუნება მოუწევთ რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს დმიტრი ჩერნიშენკოს და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს დმიტრი კოზაკს.

ოლიმპიური ორდენი ეს არის IOC-ის უმაღლესი ჯილდო, რომელსაც ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი წვლილისთვის გადასცემენ.

http://geonoc.org.ge/

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი