იმიგრაციის მინისტრმა ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმა და მისი ავსტრალიიდან დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
469 14 იანვარი 2022, 11:16

ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრმა ალექს ჰოუკმა მიიღო გადაწყვეტილება მსოფლიოს პირველი ჩოგანის ნოვაკ ჯოკოვიჩის საქმესთან დაკავშირებით. გადაწყდა, რომ სერბის ვიზა ისევ უქმდება და მოხდება ჩოგბურთელის ავსტრალიიდან დეპორტაცია.

მინისტრის განცხადებაში წერია, რომ ჯოკოვიჩის ვიზა ანულირებულია საზოგადოებრივი მოთხოვნიდან გამომდინარე. ჰოუკმა ხაზი გაუსვა იმას, რომ გადაწყვეტილება ავსტრალიის დაცვისკენაა მიმართული.

იტყობინებიან, რომ ჯოკოვიჩის გუნდი უკვე ჩამოყალიბებულია მოქმედების გეგმაზე. მისი ადვიკატები სასწრაფოდ მიმართავენ სასამართლოს, საქმეს კი მაქსიმალურად მოკლე დროში განიხილავენ. ეს საშუალებას მისცემს სერბ ჩოგბურთელს ითამაშოს ავსტრალიის ღიაზე.

შეგახსენებთ, რომ პირველ ჯერზე ჯოკოვიჩის ვიზა გააუქმეს მისი ავსტრალიაში ჩასვლისთანავე. ამის შემდეგ, მელბურნის სასამართლომ განიხილა სერბის აპელაცია და მოსამართლე ენტონი კელიმ დააკმაყოფილა ჩოგბურთელის მოთხოვნა. ამასთან, ავსტრალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმა გააფრთხილა მოსამართლე იმის თაობაზე, რომ იმიგრაციის სამინისტრო განიხილავს სერბი ჩოგბურთელის ვიზის გაუქმებას მინისტრის პირადი უფლებამოსილების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, ჯოკოვიჩის დეპორტაცია მაინც მოხდება და მას სამი წლით აეკრძალება ავსტრალიაში შესვლა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი