ავსტრალიის სასამართლომ ნოვაკ ჯოკოვიჩის საიმიგრაციო პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო და მთავრობის გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად ცნო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
453 10 იანვარი 2022, 12:00

ავსტრალიის სასამართლომ სერბი ჩოგბურთელის, ნოვაკ ჯოკოვიჩის საიმიგრაციო პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო და სპორტსმენის ვიზის გაუქმების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად ცნო, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მოსამართლე ენტონი კელიმ ჯოკოვიჩის 30 წუთში გათავისუფლების განკარგულება და მისთვის პასპორტისა და სხვა დოკუმენტების დაბრუნების განკარგულება გასცა.

ამასთან, ფედერალური მთავრობის ადვოკატებმა სასამართლოს განუცხადეს, რომ ქვეყნის იმიგრაციის მინისტრი იტოვებს უფლებას, ჯოკოვიჩისთვის ვიზის ხელახლა გაუქმების მიზნით თავისი პირადი უფლებამოსილება გამოიყენოს.

შეგახსენებთ, 6 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სერბ ჩოგბურთელს ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიაში ვიზა გაუუქმეს, ამის მიზეზი ავსტრალიის საზღვარზე ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის არქონა გახდა. ავსტრალიის ხელისუფლებამ თავდაპირველად მისთვის გამონაკლისის სახით ვიზა დაუშვა, თუმცა საზოგადოების მწვავე კრიტიკის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. ჩოგბურთელის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ სპორტსმენი 16 დეკემბერს კორონავირუსით დაინფიცირდა და ამის გამო, ვაქცინაციისგან თავისუფალია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი