საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2021 წელი შეაჯამა და წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
"2021 წლის საუკეთესო სპორტსმენის" ნომინაციაში წელს ორი გამარჯვებული გამოვლინდა - ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ძიუდოისტი ლაშა ბექაური.
დანარჩენი ნომინაციები შემდეგნაირად განაწილდა:
"2021 წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი ქალებში" - მარიამ ქერდიკაშვილი, კანოე.
"საუკეთესო სპორტსმენი ზამთრის სახეობებში" - მოციგურავე მორის ყვითელაშვილი.
"2021 წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი" ვაჟებში" - მოჭიდავე ლერი აბულაძე.
"2021 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი" - ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი.
"ქალთა სპორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელი" - ლალი დოლიძე, მხატვრული ტანვარჯიში.
"საუკეთესი ახალგაზრდა სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობებში" - წყალბურთელი გიორგი მაგრაქველიძე.
"ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროფესიონალური გაშუქებისთვის" - ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე.
"2021 წლის საუკეთესო საუკეთესო მწვრთნელი" - ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლაშა გუჯეჯიანი.
"2021 წლის საუკეთესო სპორტული ფედერაცია" - საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია.
"2021 წლის სეოკ-ის საუკეთესო რეგიონალური ორგანიზაცია" - სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია.
"საქართველოს ოლიმპიური გუნდის მაღალი დონის სამედიცინო უზრუნველყოფისთვის" - საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია, ზურაბ კახაბრიშვილი.
"სეოკ-ის პარტნიორობისთვის" - კომპანია "თელიანი ველი".
"ოლიმპიური მოძრაობის მედია მხარდაჭერისთვის" - "საქართველოს პირველი არხი".
"ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის" - კომპანია "ავერსის" დამფუძნებელი, პაატა კურტანიძე.
"ქართული სპორტის მხარდაჭერისთვის" - "საქართველოს ბანკი" და ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე.
"ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის" - ნინო სალუქვაძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |