ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
613 17 დეკემბერი 2021, 18:21

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია – ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე მან +209 კგ. წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო და ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა პლანეტის საუკეთესო ძალოსნის ტიტული.

მან ორჭიდის ჯამში 492 კგ. დააფიქსირა, რაც მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდია.

ლაშამ აკვრაში პირველ ცდაზე 247 კგ-იანი შტანგა შეუკვეთა და იოლად დაძლია. ამას მოჰყვა 257 კილოგრამი. ისიც ასწია. მისმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ მსოფლიოს ახალი რეკორდი შეუკვეთა – ფურცელზე 267 კილოგრამი დაწერა. ტალახაძე მძიმედ, მაგრამ მაინც მოერია უმძიმეს შტანგას და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.

საინტერესოა, რომ მსაჯებმა ლაშას შედეგი თავიდან არ ჩაუთვალეს, რამაც ქართული მხარე სამართლიანად აღაშფოთა. თუმცა საბოლოო განხილვის შემდეგ, ლაშას 267 კილოგრამიც ჩაუთვალეს და მსოფლიო რეკორდიც.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი