„ბორჯღალოსნებისა“ და ფიჯის ნაკრების თამაში ფრედ დასრულდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
512 20 ნოემბერი 2021, 21:44

ისტორიაში პირველად „ბორჯღალოსნებმა“ ფიჯის ნაკრებთან ფრე ითამაშეს. თამაში ესპანეთში, ქალაქ არანხუესში, „ესტადიო ელ დელეიტეზე“ ანგარიშით 15:15 დასრულდა.

მაყურებელს პირდაპირი რეპორტაჟი ტელეკომპანია „იმედმა“ შესთავაზა.

გასულ კვირას საფრანგეთთან მატჩის შემდეგ, ბორჯღალოსნების სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა. მარქაფიდან ძირითადში დაწინაურდა მარცხენა ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი, ბექა გიგაშვილმა კი მარჯვენა ბურჯად გადაინაცვლა. უცვლელი დარჩა მეორე და მესამე ხაზი – გრიგორ ქერდიყოშვილი კოტე მიქაუტაძეს შეუწყვილდება, მათ კი ზურგს ბექა საღინაძე, გიორგი ცუცქირიძე და ბექა გორგაძე გაუმაგრებენ.

ასევე უცვლელი დარჩა ღერძი და ხაზი. 9-10 ნომრებზე გამოცდილი წყვილია – ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე, ცენტრში მერაბ შარიქაძე და გიორგი კვესელაძე წყვილდებიან, ფრთებზე აკა ტაბუცაძე და სანდრო თოდუა დგანან, ფულბეკი კი დავით ნინიაშვილია. წინა მატჩის შემდეგ, ორი ახალი სახეა მარქაფაში. ტრავმის მოშუშების შემდეგ, განაცხადში დაბრუნდნენ ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი და მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი. მათ გარდა, სათადარიგოთა სკამიდან გუნდს გააძლიერებენ კვაჭი გიორგი ჭყოიძე, ბურჯი ლუკა ჯაფარიძე, მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია და ხაზის მოთამაშეები – მიხეილ ალანია, ლაშა ხმალაძე და დემურ თაფლაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი