622
09 ოქტომბერი 2021, 20:20
საქართველოს ძოიდოს ფედერაციის ინფორმაციით, იტალიის ქალაქ ოლბიაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატზე საბა ინანეიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.
საბა ინანეიშვილმა ფინალში უნგრელ სპორტსმენს დამატებით დროში სუფთა გდებით სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეოთხე ოქრო მოუტანა.
მანამდე ოქროს მედალი ამავე ჩემპიონატზე ილია სულამანიძემ მოიპოვა. ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ირაკლი დემეტრაშვილმა (+100).
მსოფლიო პირველობაზე ამ დრომდე საქართველოს ნაკრებს ორი ოქრო ჰქონდა მოპოვებული. ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და გიორგი შერაზადიშვილი (81 კგ) გახდნენ.
ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი ოქროს მედლით და ერთი ბრინჯაოთი საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |