578
09 ოქტომბერი 2021, 20:14
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველოსა და საბერძნეთს შორის, რომელიც ბათუმის სტადიონზე მიმდინარეობს, წუთიერი დუმილით დაიწყო. მოთამაშეებმა პატივი მიაგეს ბათუმის ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას. ორივე გუნდის ფეხბურთელები თამაშზე შავი სამკლაურებით გამოვიდნენ.
მატჩის გადადების შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური წერილით მიმართა ფიფა-სა და უეფა-ს, მატჩის ორგანიზატორებს. მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა სფფ-ის მოთხოვნა მატჩის გადადებასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილეს.
ტრაგედიის გამო, მატჩს არ ესწრებიან მაყურებლები.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |