445
09 ოქტომბერი 2021, 19:33
იტალიის ქალაქ ოლბიაში ძიუდოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, საქართველოს მესამე ოქროს მედალი ილია სულამანიძემ (100კგ) მოუტანა.
ფინალში მან უზბეკი ძიუდოისტი რაჯაბოვი დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე დღემდე საქართველოს ყულაბაში ორი ოქროს მედალი გახლდათ. ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და გიორგი შერაზადიშვილი (81 კგ) გახდნენ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |