ლაშა ტალახაძე - სპორტსმენისთვის გამარჯვების მიღწევის შემდეგ სტიმულის მიმცემია დაფასება, მადლობა გულშემატკივრებს, ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ჩვენი შრომა დააფასა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
625 14 აგვისტო 2021, 22:30
სპორტსმენისთვის გამარჯვების მიღწევის შემდეგ სტიმულის მიმცემია დაფასება, მადლობა გულშემატკივრებს, ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ჩვენი შრომა დააფასა, – ამის შესახებ სპორტსმენმა ლაშა ტალახაძემ ოლიმპიელების მიღების ცერემონიის შემდეგ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, სპორტსმენისთვის გამარჯვების მიღწევის შემდეგ სტიმულის მიმცემია დაფასება და გულშემატკივრების გამოხატული ემოცია, რომელსაც შეჯიბრის შემდეგ განიცდის სპორტსმენი. 

ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ჩვენი შრომა დააფასა და სამომავლოდ, იმედი მაქვს, რომ კიდევ მეტი მედლები გვექნება ოლიმპიურ თამაშებზე“, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

 ცერემონიების სასახლეში დღეს, პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია მიიღო. 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით,  სპორტსმენები, რომლებმაც ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლები მიიღეს ჯილდოდ 500 000 ლარს მიიღებენ, ბრინჯაოს მედლის მფლობელები 250 000 ლარს, ოქროს მედლის მფლობელები კი  მილიონ  ლარს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი