483
14 აგვისტო 2021, 20:22
ქართველ ოლიმპიელებს ამ წუთებში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხვდება. შეხვედრას ესწრებიან საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრები - სპორტსმენები, მწვრთნელები, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, თბილისის მერი კახა კალაძე, დეპუტატები.
2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ტოკიოს ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლების რაოდენობით ქართველმა სპორტსმენებმა საუკეთესო შედეგი აჩვენეს. საერთო ჩათვლაში 206-ს ქვეყანას შორის საქართველო 33-ე ადგილზე გავიდა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |