ტოკიო-2020-ის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად დაიხურა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
585 08 აგვისტო 2021, 19:26
ტოკიოში 32-ე ოლიმპიური თამაშების დახურვის ოფიციალური ცერემონია  მაყურებლების გარეშე გაიმართა. 

სპორტსმენების დიდმა ნაწილმა იაპონია ცერემონიამდე დატოვა. არსებული რეგულაციით შეჯიბრის დამთავრებიდან 48 საათში სპორტსმენს ქვეყანა უნდა დაეტოვებინა.  

დახურვის ცერემონიაზე მხოლოდ ერთი სპორტსმენი გამოვიდა, თავის ქვეყნის დროშით. საქართველოს დროშა კარატისტმა გოგიტა არქანიამ გამოიტანა. 

საქართველოს ოლიმპოურმა ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიაზე რვა მედალი მოიპოვა - ორი ოქროსი, ხუთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოსი.

შემდეგი XXXIII ოლიმპიადა პარიზში, 2024 წელს ჩატარდება. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა დახურვის ცერემონიაზე ესტაფეტა პარიზის მერს გადასცა, რის შემდეგაც საფრანგეთის ჰიმნი შესრულდა. 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი