660
06 აგვისტო 2021, 15:30
საწყის შეხვედრაში გენო პეტრიაშვილმა ეგვიპტელი დიაელდინ კამალ გოუდა აბდელმოტალები 11:0 დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში ჩინელ ჟივეი დენგს ანგარიშით 5:2 სძლია.
ეს გენო პეტრიაშვილის მეორე ოლიმპიური მედალია - 2016 წელს, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა მოჭიდავემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ის სამგზის მსოფლიო და ორგზის ევროპის ჩემპიონია.
ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე რვა მედალია - ორი ოქროს, ხუთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს და საერთო გუნდურ ჩათვლაში 24-ე ადგილს იკავებს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |