გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
589 05 აგვისტო 2021, 10:00

გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ.) ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორი წევრი – გენო პეტრიაშვილი (125 კგ) და ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) ასპარეზობდნენ.

გენო პეტრიაშვილი მეოთხედფინალში ჩინელ ჟივეი დენგს შეხვდა და მოწინააღმდეგე ანგარიშით 5:2 დაამარცხა. გენოს მეტოქე ნახევარფინალში ირანელი ზარე  იქნება, რომელმაც კოსოვოელ შალას დამაჯერებლად სძლია.

მოჭიდავეთა ტურნირზე ავთანდილ კენჭაძე პირველი წრეში იტალიის სახელით მოასპარეზე კუბელთან, მსოფლიო ჩემპიონ და ოლიმპიურ მედალოსან ფრანკ ჩამიზოსთან დამარცხდა. იტალიელის ფინალში გასვლის შემთხვევაში, კენჭაძეს რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელება შეეძლება.

ნახევარფინალები დღეს თბილისის დროით 13:15 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი ხვალ, 6 აგვისტოს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი