ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
726 02 აგვისტო 2021, 15:54

ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.ქაჯაია ფინალურ შეხვედრაში სამგზის ოლიმპიურ ჩემპიო, დაუმარცხებელ კუბელ მიხაინ ლოპეს ნუნიესს დაუპირისპირდა და ანგარიშით 5-0 დამარცხდა.

ცნობისთვის, ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში ჩილელი აკოსტა ფერნანდესი დაამარცხა, მანამდე კი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი - სერგეი სემენიოვი.

 ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ექვსი მედალი მოიპოვა - ოთხი ვერცხლის, ერთი ბრინჯაოსი და ერთი ოქროს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი