ტოკიო-2020-ზე ესკერხან მადიევი მეოთხედფინალში დამარცხდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
538 30 ივლისი 2021, 15:33

ტოკიო 2020-ზე წარმატებით იასპარეზა ქართველმა მოკრივემ ესკერხან მადიევმა, რომელმაც 69 კგ წონით კატეგორიაში მეოთხედფინალამდე მიაღწია.

ნახევარფინალში გასვლა მედლის მიღებას ნიშნავდა, რადგან 1/2 ფინალში დამარცხებულებიც ჯილდოვდებიან ბრინჯაოს მედლებით, თუმცა ესკერხანს მეტოქედ ROC-ის წარმომადგენელი გამოცდილი ანდრეი ზამკოვოი ერგო და გამარჯვება სწორედ მადიევის მოწინააღმდეგეს დარჩა.

შეგახსენებთ, რომ კრივში ესკერხან მადიევის გარდა საქართველოს სახელით გამოდიოდნენ   სახილ ალახვერდოვი (52კგ) და გიორგი ხარაბაძე (75კგ).

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი