გურამ თუშიშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
644 30 ივლისი 2021, 13:16
გურამ თუშიშვილი ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონია. ფინალურ ბრძოლაში ის ჩეხმა მოჭიდავემ იპონით დაამარცხა.  

შეგახსენებთ, თუშიშვილმა პირველი წრე გამოტოვა, მეორე ეტაპზე კი გურამი ტაჯიკ ტემურ   რახიმოვს  შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა, რის შემდეგაც, მან ბრაზილიელი რაფაელ სილვა დაამარცხა და ნახევარფინალში გადავიდა. 

 ქართველი მძიმეწონოსანმა ნახევარფინალში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრი, მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ტამერლან ბაშაევი სუფთა გდებით დაამარცხა. ბაშაევმა მეოთხედფინალში ტურნირის მთავარი ფავორიტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ფრანგი ტედი რინერი დამატებით დროში დაამარცხა, რაც ტოკიო-2020-ის სენსაციად მოინათლა.

 საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე ერთი ოქროსა და სამი ვერცხლის მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი გახდა 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური, ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა მოიპოვეს. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი