556
30 ივლისი 2021, 09:16
გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ბრაზილიელ რაფაელ სილვა დაამარცხა და ნახევარფინალში გადავიდა.
შეგახსენებთ, რომ თუშიშვილმა პირველი წრე გამოტოვა, მეორე ეტაპზე კი გურამი ტაჯიკ ტემურ რახიმოვს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.
რამდენიმე საათში, ქართველი მძიმეწონოსანი ნახევარფინალში რუს ტამირლან ბაშაევთან იჭიდავებს, რომელმაც მეოთხედფინალში ტურნირის მთავარი ფავორიტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ფრანგი ტედი რინერი დამატებით დროში დაამარცხა, რაც ტოკიო-2020-ის სენსაციად მოინათლა.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ჯერჯერობით ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი გახდა 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური, ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |