663
09 ივნისი 2021, 20:34
ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში, ქართველი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ფინალში იგი ბელგიელ მატიას კასეს შეხვდა და დამატებით დროში სუფთა გდებით დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მსოფლიო პირველობაზე ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. იგი პირველი სპორტსმენია ქართული ძიუდოს ისტორიაში, ვისაც კარიერის განმავლობაში ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ოქროს მედლები აქვს მოგებული.
ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებიდან ოთხი დღის შემდეგ საქართველოს ყულაბაში ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალია. ჩვენი გუნდი მამაკაცთა გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილს იკავებს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |