"ტოკიო 2020"-ის ოლიმპიური თამაშები განსაკუთრებულ რეჟიმში - გამკაცრებული წესებით ჩატარდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
784 03 ივნისი 2021, 11:22

„ოლიმპიადას კიდევ ერთხელ ვერ გადავდებთ,“ -  აცხადებს ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტი სეიკო ჰაშიმოტო 

იაპონიაში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით, მოსახლეობის უმეტესობას კორონავირუსის კრიზისის გამო, ოლიმპიადის ერთი წლით გადადება სურდა. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ ოლიმპიადა ყველა შემთხვევაში გაიმართება, უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების გამო, მას გულშემატკივარი არ დაესწრება. საორგანიზაციო კომიტეტმა გაყიდული ბილეთების უკან დაბრუნების პროცესი უკვე დაიწყო. 

საქართველოს ეროვნული ოლიმპიურ კომიტეტის ინფორმაცით, "ტოკიო 2020"-ის ოლიმპიური თამაშები განსაკუთრებულ რეჟიმში - გამკაცრებული წესებით ჩატარდება.  მათ ამის შესახებ მითითებები სოკ-ისგან უკვე მიიღეს. 

იაპონია რამდენიმე კვირაა კორონავირუსის გავრცელების მეოთხე ტალღას ებრძვის. ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი დაბალია და 10 რეგიონში, მათ შორის ტოკიოში, 20 ივნისამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი