832
27 მაისი 2021, 16:03
იაპონიის ექიმთა ეროვნული პროფკავშირის ხელმძღვანელმა ნაოტო უეიამამ განაცხადა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ტოკიოში 200-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები ჩავლენ, ივლისში თამაშების ჩატარება სახიფათო იქნება და კორონავირუსის ახალი „ოლიმპიური“ შტამის განვითარება შეიძლება გამოიწვიოს.
„ვირუსის სხვადასხვა მუტანტი შტამი, რომელიც სხვადასხვა ადგილას არსებობს, ტოკიოში იქნება კონცენტრირებული. ვერ უარვყოფთ ოლიმპიადის შემდეგ ვირუსის პოტენციურად ახალი შტამის გაჩენის შესაძლებლობას“, - აღნიშნა იაპონიის ექიმთა ეროვნული პროფკავშირის ხელმძღვანელმა.
14 მაისს იაპონიის ექიმთა პროფკავშირმა მთავრობას ტოკიოს ოლიმპიადის გაუქმების მოწოდებით მიმართა.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს გაიხსნება.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |