949
18 დეკემბერი 2019, 12:01
„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ დღეს 2019 წლის საუკეთესო სპორტული შედეგების მიხედვით სეოკ-ის მიერ განსაზღვრულ ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოების წინასაახალწლო ცერემონია გაიმართება.
ნომინაციების მიხედვით გამოვლინდებიან საუკეთესოები – წლის სპორტსმენი ქალი, წლის სპორტსმენი სპორტის ზამთრის სახეობაში, წლის აღმოჩენა – ოლიმპიური იმედი (ვაჟი), წლის აღმოჩენა – ოლიმპიური იმედი (გოგონა), წლის ახალგაზრდა სპორტსმენი (23 წლამდე) სპორტის სათამაშო სახეობებში, წლის მწვრთნელი, ქალთა სპორტში დასაქმებული წლის საუკეთესო მწვრთნელი, წლის საუკეთესო სპორტული მენეჯერი, წლის საუკეთესო სპორტული ფედერაცია, ოლიმპიური მოძრაობის მედია მხარდამჭერი, წლის რეგიონალური ორგანიზაცია, ოლიმპიური სპორტის მხარდამჭერი.
დაჯილდოების ცერემონიაზე ასევე დასახელდება 2019 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი.
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, მთავარ ნომინაციაში გამარჯვებულს – 2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს კენჭისყრით გამოავლენენ.
ნომინაციაში 2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი წარდგენილნი არიან : ოლიმპიურ წონით კატეგორიებში მსოფლიოს ჩემპიონები – ლაშა ტალახაძე , გენო პეტრიაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი.
მანამდე კი, გაიმართება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია.
სესიას დაესწრებიან სპორტული უწყებების, ოლიმპიურ სახეობათა სპორტული ფედერაციების, სეოკ-ის რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სეოკ-ის მიერ აღიარებული ასოციაციებისა და კავშირების წარმომადგენლები, ოლიმპიური ჩემპიონები, სეოკ-ის აღმასკომის წევრები, პარტნიორები, საპატიო სტუმრები.
დელეგატების წინაშე მოხსენებით წარსდგება სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ის 2019 წელს შეაჯამებს.
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების შესახებ სესიის დელეგატებს ინფორმაციას წარუდგენს სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ტოკიო-2020-ზე ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი ელგუჯა ბერიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |