950
17 დეკემბერი 2019, 10:54
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი თავის ფეისბუქ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, რომლის ადრესატიც ქართული სპორტული გამოცემები და ვებგვერდებია. ჩოგბურთელი აცხადებს, რომ მის შესახებ სპორტული გამოცემები არასწორ ინფორმაციებს ბეჭდავენ სკანდალური სათაურებით, რაც მისთვის ძალზე საწყენია.
"ნიკოლოზ ბასილაშვილი გარიგებულ მატჩებს დაუკავშირეს", "ეჭვმიტანილებში ბასილაშვილიც ფიგურირებს. ახალი სკანდალი ჩოგბურთში", "ჩაწყობილი მატჩები ჩოგბურთში: ნიკოლოზ ბასილაშვილი ეჭვმიტანილთა რიცხვშია" - ამ სათაურებით დაიბეჭდა ქართულ გამოცემებში ინფორმაციები.
“ცრუ ინფორმაცია ჩემს შესახებ გაუგებარი იტალიურ ვებგვერდზე დაყრდნობით. ქართული სპორტული გამოცემებიდან ასეთი სათაურები ძალიან საწყენია.
Worldsport.ge
Sportall.ge
Sarbieli.com
Lelo.ge
popsport.com
და ა.შ.” – წერს ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |