827
13 დეკემბერი 2019, 11:32
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) მოსკოვის ლაბორატორიის ბაზასთან მუშაობის სრული ანგარიში გამოაქვეყნა.
89-გვერდიან დოკუმენტში დაწვრილებითი მტკიცებულებაა იმის შესახებ, რომ რუსეთის ლაბორატორიაში დოპინგ-სინჯების მონაცემებთან დაკავშირებით ხდებოდა მანიპულაციები და დამნაშავეები მეტად უნიჭოდ ცდილობდნენ ამ ფაქტის დამალვას.
დოკუმენტის მიხედვით, ლაბორატორიაში მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ექსპერტთა ვიზიტამდე, 2019 წლის პირველი იანვრიდან ცხრა იანვრამდე პერიოდში, სისტემიდან წაიშალა 19 982 ფაილი, სრულიად გაქრა 2008-2011 წლების მონაცემთა ასლები. რვა იანვარს ადმინისტრატორმა წაშალა 632 ფაილი და მათი ასლები და სისტემაში მიუთითა თარიღი – 2015 წლის 23 მაისი. სწორ თარიღზე დაბრუნებისას შეცდომა დაუშვა – 08.01.2019-ის ნაცვლად მიუთითა 01.08.2019, რის შედეგადაც, სისტემა დათარიღებულ იქნა 2019 წლის აგვისტოთი, რომელიც ჯერ არ იყო დამდგარი.
დოკუმენტიდან ასევე წერია, რომ მოსკოვის ლაბორატორიის გადარჩენილი მონაცემების მიხედვით, ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულდა 47 რუს სპორტსმენი – 41-ი ძალოსანი, ორმა ბიატლონისტი, ერთი მოჭიდავე, ორმა ტაეკვანდოისტი და ერთი ნიჩბოსანი, რის გამოც, რუსმა სპორტსმენებმა ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღეს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |