1099
11 აპრილი 2021, 17:51
მოსკოვში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე დასკვნით დღეს, 109+ კილოგრამში ორი ქართველი გამოდის – ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე.
მათგან ფიცარნაგზე პირველი თურმანიძე ავიდა, რომელიც ჯერ 191 კგ-ს შეეჭიდა, თუმცა უშედეგოდ. ირაკლი მეორედ და მესამედაც ამ წონას შეეჭიდა, თუმცა სამივე შემთხვევაში მარცხენა ხელი ბოლომდე ვერ აღმართა და ატაცში გამოსვლა ამით დაასრულა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |