633
22 იანვარი 2021, 20:58
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ხელახალი გადადების ან გაუქმების შესაძლებლობას გამორიცხავს. ბახი დარწმუნებულია, რომ წელს ზაფხულში ტოკიო ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს.
„მოცემული მომენტისთვის არანაირი საბაბი არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ 23 ივლისს ტოკიოს ოლიმპიურ სტადიონზე არ გაიხსნება ოლიმპიური თამაშები. სწორედ ამიტომ არ არსებობს სათადარიგო გეგმა“, – აცხადებს IOC-ის პრეზიდენტი.
თომას ბახი დარწმუნებულია, რომ მასპინძელთა ძალისხმევით ტოკიოში უსაფრთხო და წარმატებული ოლიმპიური თამაშების ჩატარება მოხერხდება.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ეს განცხადება გააკეთა გავრცელებულ ხმების საპასუხოდ, თითქოს ტოკიოში თამაშების ჩატარების გეგმა კვლავ გაურკვეველია.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |