844
17 იანვარი 2021, 17:58
ნეპალელი ალპინისტების ჯგუფმა მსოფლიოს რიგით მეორე უმაღლესი მწვერვალი ზამთარში პირველად დალაშქრა. ათმა ალპინისტმა K2 -ის დალაშქვრით მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.
BBC-ის ინფორმაციით, ალპინისტებმა მწვერვალის უმაღლეს წერტილს ადგილობრივი დროით 17:00 საათზე მიაღწიეს. ამ ზამთარს 8 611 მეტრის სიმაღლის მთაზე ათობით ალპინისტი იმყოფებოდა იმ იმედით, რომ იგივე შედეგს მიაღწევდა. მათ შორის, ამ კვირაში მწვერვალის დალაშქვრის დროს ერთი ესპანელი მთამსვლელი გარდაიცვალა.
ნეპალელი მთამსვლელთა გუნდი თავდაპირველად 60 წევრისგან შედგებოდა, რომლებიც შემდეგ ჯგუფებად დაიყვნენ. ზამთრის განმავლობაში, K2-ზე ქარის სიჩქარე 200 კმ/სთ-საც კი აღწევს, ტემპერატურა კი -60 გრადუსამდე შეიძლება დაეცეს. ამის გამო, მწვერვალი ამ სეზონზე არავის დაულაშქრავს.
K2, იგივე ჩოგორი, მდებარეობს პაკისტანში (ტახკორღანის ტაჯიკური ავტონომიური ოლქი), ჰიმალაის დასავლეთით და ყარაყორუმის მთათა სისტემას ეკუთვნის.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |