თამაშების გადავადება და COVID-19-ის პანდემიის საწინააღმდეგო ზომები იაპონიას დამატებით 2,8 მილიარდი დოლარი დაუჯდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
706 05 დეკემბერი 2020, 20:51

ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების საქმეთა მინისტრმა სეიკო ჰასიმოტომ, ტოკიოს გუბერნატორმა იურიკო კოიკემ და თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა იოსირო მორიმ კორონავირუსის პანდემიის ფონზე გადავადებული თამაშებისთვის აუცილებელი დამატებითი ხარჯების ოდენობა საგანგებო სხდომაზე შეათანხმეს.

 ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების გადავადება, ასევე ანტივირუსული ზომების გათვალისწინებით თამაშების ჩატარება, იაპონიას დამატებით 2,8 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდება. ცენტრალური ხელისუფლება საკუთარ თავზე აიღებს 700 მილიონი დოლარის გადახდას, ტოკიოს მუნიციპალიტეტი - 1,1 მილიარდის, ხოლო საორგანიზაციო კომიტეტი - 1 მილიარდი დოლარის.

“IOC-თან და სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ტოკიო-2020 თამაშებისთვის დამატებითი ხარჯების შემცირებაზე მუშაობას გააგრძელებს, გარდა იმ ხარჯებისა, რომელიც დაკავშირებულია COVID-19-ის პანდემიის საწინააღმდეგო ზომებთან. შეთანხმების მიხედვით, ტოკიო-2020, ტოკიოს მუნიციპალიტეტის მთავრობა და იაპონიის ხელისუფლება COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ ხარჯებზე პასუხისმგებლობას აიღებს,“ - ნათქვამია ტოკიო-2020-ის განცხადებაში.


 


 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი