IOC-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი თომას ბახი ორგანიზაციის საპრეზიდენტო არჩევნებზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
637 02 დეკემბერი 2020, 22:23

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ამჟამინდელი პრეზიდენტი თომას ბახი ამ ორგანიზაციის საპრეზიდენტო არჩევნებზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იქნება.

IOC-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის კანდიდატთა განაცხადების მიღების ვადა 30 ნოემბერს ამოიწურა.

საპრეზიდენტო არჩევნები 2021 წლის მარტში, IOC-ის ათენის 137-ე სესიაზე გაიმართება. აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ახალი ვადით ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ დაიკავებს, რომელსაც იაპონიის დედაქალაქი (23 ივლისი – 8 აგვისტოს ჩათვლით) უმასპინძლებს.

თომას ბახი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს 2013 წლიდან ხელმძღვანელობს. ხელახალი არჩევის შემდეგ, მისი ახალი საპრეზიდენტო ვადა 2025 წელს ამოიწურება. ოლიმპიური ქარტიის თანახმად, IOC-ის პრეზიდენტს პირველად რვა წლით ირჩევენ, მეორე და ბოლო ვადა კი ოთხი წელია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი