დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები "დინამო" არენაზე სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
776 15 ნოემბერი 2020, 11:40

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში დინამო არენაზე სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩისთვის 27 ფეხბურთელი ემზადება.

ცნობილია, რომ სომხეთთან შეხვედრას ყვითელი ბარათების გამო მურთაზ დაუშვილი და გიორგი ქვილითაია გამოტოვებენ. კორონავირუსის გამო გუნდს კვლავ ვერ დაეხმარებიან ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია.

სომხეთისა და საქართველოს ნაკრები გუნდები მესამე ტურში შეხვდნენ ერთმანეთს და ეს მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. დღევანდელი მატჩი დინამო არენაზე უმაყურებლოდ ჩატარდება. შეხვედრა საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი