"სამწუხაროა, რომ ეს ისტორია ასე დასრულდა!" - საქართველოს ნაკრებს მისი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ტოვებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
825 13 ნოემბერი 2020, 01:04

ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპირველობის ფინალში 0:1 დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრებს მისი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ტოვებს, - ამის შესახებ ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციამ "ტვიტერით" გაავრცელა.

"ჩემი სამუშაო დასრულებულია. ჩემი დრო ამოიწურა. მადლობა ქართველ გულშემატკივრებს, ფეხბურთელებსა და ჟურნალისტებს. ეს არ იყო ადვილი დრო, მაგრამ ჩემი ცხოვრების ძალიან კარგი 5 წელიწადი იყო. დამწუხრებულნი ვართ", - განაცხადა ვაისმა.

მან თამაშის გამო ბოდიში მოიხადა.

"ყველა ცუდად ვართ, ჩემი პასუხისმგებლობაა. ბოდიში მინდა მოვიხადო, უიღბლო დღე იყო... გახარება გვინდოდა ყველასი, მაგრამ... მხოლოდ მწუხარება დაგვრჩა.

ერთა ლიგის მომდევნო ორ მატჩში გუნდს მე გავიყვან, ამის შემდეგ კი საქართველოს ნაკრებში მუშაობას დავასრულებ. სამწუხაროა, რომ ეს ისტორია ასე დასრულდა!" - განაცხადა ვაისმა. 

ამის შემდეგ ქართველმა ჟურნალისტებმა პროტესტის ნიშნად პრესკონფერენცია დატოვეს. რადგანაც, არსებობს აზრი, რომ გუნდმა ეს ისტორიული შეხვედრა სწორედ მწვრთნელის გამო წააგო - მან თამაშის დროს გუნდის გადაწყობა, შეტევების გაძლიერება და გამწვავება ვერ მოახერხა.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შედეგად, ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

მატჩის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში მაკედონიელთა თავდამსხმელმა გორან პანდევმა გაიტანა.

ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში 2021 წლის ივნისში გაიმართება.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი