ლერი ხაბელოვს ახალი ვადით არჩევა თომას ბახმა მიულოცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
868 23 სექტემბერი 2020, 17:00

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს 2020 წლის 11 სექტემბერს გამართულ საანგარიშო-საარჩევნო სესიაზე ახალი ოთხწლიანი ვადით არჩევა მიულოცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა. თომას ბახი მის მიერ გამოგზავნილ მისალოც წერილში წერს:

„პატივცემულო პრეზიდენტო,

გულითადად გილოცავთ 2020 წლის 11 სექტემბერს სეოკ-ის პრეზიდენტის პოსტზე თქვენს ხელახლა არჩევას და წარმატებით განვლილ საპრეზიდენტო ვადას.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მოუთმენლად ელის ნაყოფიერ თანამშრომლობას თქვენს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან და სრულად თქვენს განკარგულებაში ვრჩებით, რათა გავაგრძელოთ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერა და დახმარება მისი მისიისა და შემდგომი ყოველდღიური საქმიანობის განსახორციელებლად.

ჩვენ ერთად ყოველთვის უფრო ძლიერები ვართ”. 


ლერი ხაბელოვს ახალი ვადით არცევა მიულოცეს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელებმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი