ისტორია, რომელიც ძველი დროის 776 წლიდან იწყება... და დღესაც გრძელდება - ელგუჯა ბერიშვილის უნიკალური გამოცემა ოლიმპიურ თამაშებზე (ვიდეო)
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1848 11 ნოემბერი 2019, 20:34
ოლიმპიური ორტომეული - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ენციკლოპედიური გამოცემა. ორტომეულის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელუჯა ბერიშვილი. 

ეს არის წიგნი ოლიმპიურ მოძრაობასა და მის უმთავრეს სიმბოლოს - ოლიმპიურ თამაშებზე.  ორტომეულში  გაეცნობით სრულ და დეტალურ ინფორმაციას ოლიმპიური მოძრაობის ჩასახვის, განვითარების და დღევანდელობის შესახებ;  ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიურ თამაშებსა და ოლიმპიურ სახეობებზე; ახალგაზრდულ და ოლიმპიურ შეჯიბრებებზე; ოლიმპიურ კონკურსებზე; ოლიმპიურ მუზეუმებზე; ოლიმპიური თამაშების ბოიკოტებსა და სხვა საინტერესო თემებზე. 

ორტომეულში დიდი ადგილი ეთმობა ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიას, ჩვენს ოლიმპიურ ჩემპიონებსა და პრიზიორებს, საქართველოს ოლიმპიურ მოძრაობას,  ოლიმპიურ რეკორდსმენებს,  საქართველოს ოლიმპიური კომიტეტს, საქართველოს სპორტსმენების ყველა შედეგს ოლიმპიური თამაშებისა და სპორტის სახეობების მიხედვით.


ოლიმპიურ ორტომეულში თავმოყრილია 4 ათასზე მეტი უნიკალური ფოტო და სხვა ვიზუალური მასალა. ფოტოების სოლიდური ნაწილი წიგნში პირველად დაიბეჭდა, რამაც გამოცემის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზარდა. 

წიგნში მოთხრობილია დიდი და უაღრესად საინტერესო ამბავი, რომელიც აერთიანებს მითებს და ლეგენდებს, რეალურ და შეთხზულ ისტორიებს, სხვადასხვა ეპოქის ტრადიციებს და წეს-ჩვეულებებს, წარსულსა და დღევანდელობას. ამ ამბავს ჰყავს მთხრობელები და მემატიანეები, გამორჩეული და თავდადებული პერსონები, გამარჯვებულები და დამარცხებულები, თავის გმირები და ანტიგმირები. 

ეს ამბავი იწყება ძველი დროის 776 წლიდან... და დღესაც გრძელდება. 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი