თხილამურებით რბოლაში მსოფლიოს 13-გზის და ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს "კოკაინი" აღმოუჩინეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
911 15 აგვისტო 2020, 09:31

თხილამურებით რბოლაში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ნორვეგიელმა პეტერ ნორტუგმა აღიარა, რომ პოლიციამ მას კოკაინი აღმოუჩინა.

„უდიდესი შეცდომა დავუშვი. გუშინ, გზაზე პოლიციამ გამაჩერა. მანქანას ძალიან სწრაფად ვმართავდი. ამედიცინო შემოწმებაზე გამაგზავნეს, მოგვიანებით კი, პოლიციამ ჩემს სახლში მცირე რაოდენობით ნარკოტიკი იპოვა. ეს კოკაინი იყო.

გაფიქრებაც კი მეშინია, რა მელოდება მომავალში. ძალიან ვწუხვარ, რომ ბევრ ადამიანს გავუცრუე იმედები“, – დაწერა ნორტუგმა „ინსტაგრამში“.

პეტერ ნორტუგი მსოფლიოს 13-გზის ჩემპიონი და მსოფლიოს თასის ორგზის მფლობელია. მან კარიერა 2018 წლის დეკემბერშ ი დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი