თბილისის მერმა კახა კალაძემ გლდანში სფფ-ის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად მოინახულა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
749 12 ივნისი 2020, 11:01

თბილისის მერმა კახა კალაძემ გლდანში სფფ-ის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად მოინახულა.

„საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის პროექტს თბილისის მერია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ახორციელებს. მსგავსი პროექტი ვარკეთილში უკვე განვახორციელეთ, სადაც საფეხბურთო ცენტრი უკვე დატვირთულია და ძალიან ბევრი ბავშვი სარგებლობს თანამედროვე ინფრასტრუქტურით. მაღალი დონის ინფრასტრუქტურით ახლა უკვე გლდანში მცხოვრები ბავშვები და ახალგაზრდები ისარგებლებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი საფეხბურთო სკოლებისთვის სრულიად უფასო იქნება“, – აცხადებს თბილისის მერი.

კახა კალაძის თქმით, საფეხბურთო ინფრატსრუქტურული პროექტები ქართული ფეხბურთის მომავალს წაადგება: „დარწმუნებული ვარ, რომ ამ საფეხბურთო ცენტრით ძალიან ბევრი ახალგაზრდა ისარგებლებს. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მსგავსი პროექტები თბილისის ყველა რაიონში განვახორციელოთ. დიდი მადლობა ფეხბურთის ფედერაციას იმისთვის, რომ ჩვენთან თანამშრომლობით ასეთი კარგი პროექტები ხორციელდება“.

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა 2019 წლის 8 ნოემბერს დაიწყო. ტერიტორიაზე მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული და მინი-მოედნებიტრიბუნითა და ადმინისტრაციული შენობით.

დასრულებულია ტერიტორიის შემოღობვა, დამონტაჟებულია განათების ანძები და მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა. სპორტულ კომპლექსს ქალთა და მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებთან ერთად ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები სრულიად უსასყიდლოდ გამოიყენებენ.

საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფიფა-ს პროგრამა „ფორვარდის“ დაფინანსებით მიმდინარეობს, 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი