იაპონია ტოკიო-2020-ის გამარტივებულ ფორმატს განიხილავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
780 05 ივნისი 2020, 00:46

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები იაპონიის მთავრობასთან ერთად  განიხილავენ  COVID-19-ის პანდემიის გამო 2021 წლამდე გადავადებული ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების გამარტივებული ფორმატით ჩატარებას.

კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო, განიხილება ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიალებზე მონაწილეთა რიცხვის შემცირება, ასევე საუბარია მაყურებელთა რაოდენობის შეზღუდვაზეც.

გარდა ამისა,  შეიძლება ათლეტებს შეზღუდვები დაუწესდეთ ოლიმპიური სოფლიდან გასვლის სიხშირეზეც, ასევე სავალდებულო იქნება ათლეტების, მომსახურე პერსონალის თუ მაყურებლების კორონავირუსზე ტესტირება.

„მთავრობასთან და ტოკიოს საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად ვმუშაობთ და იმედი გვაქვს, გავარკვევთ, ამ მხრივ რისი გაკეთება შეიძლება და რისი გამარტივება,“ - განაცხადა ტოკიოს გუბერნატორმა იურიკო კოიკემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი