ბორჯომი-ბაკურიანი ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატად წარადგინეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
960 29 ოქტომბერი 2019, 16:59

ვარშავაში დასრულებულ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) 48-ე გენერალურ ასამბლეაზე სხვა საკითხებთან ერთად, გაეცნენ ევროპის ზაფხულის და ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების (EYOF) ასპარეზობის მსურველთა განაცხადებს. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განვხადებით, მათ შორის იყო ზამთრისა და ზაფხულის, შესაბამისად, ბორჯომი-ბაკურიანის და ჩეხეთის ბრნოს განაცხადები, რომლებიც 2025 წლის მულტისპორტულ ღონისძიებათა ოფიციალურ კანდიდატებად წარადგინეს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, EOC-ის შემფასებელი კომისია ბორჯომსა და ბაკურიანს 2020 წლის თებერვალში ან მარტში ეწვევა, მაისში - ბრნოს. 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების მასპინძელთა ვინაობა ოფიციალურად გაცხადდება სტამბოლში 2020 წლის ნოემბერში EOC-ის 49-ე გენერალურ ასამბლეაზე.

საქართველოსთვის წარმატებული იყო 2015 წელს ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობა.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ბრძოლაში ბორჯომი-2014-ის სახით საქართველო პირველად ჩაება.  მაშინ გამარჯვება სოჭს დარჩა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი